საქართველოს მოქალაქეობა

სააკაშვილმა თურქეთში მცხოვრებ 1 000-მდე ქართველს მოქალაქეობა მიანიჭა

medianews.ge

პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თურქეთში მცხოვრებ 1 000-მდე ქართველს საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა. პრეზიდენტის პრესსპიკერის მანანა მანჯგალაძის განმარტებით, საქართველოს მოქალაქეობა იმ ადამიანებმა მიიღეს, "ვინც ქართული იცის და ქართველობა დღემდე შეინარჩუნა". მისი თქმით, პრეზიდენტი საქართველოს მოქალაქეობას წელიწადში ათიათასობით მოქალაქეს ანიჭებდა. დღეის მონაცემებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 1000-მდე განაცხადია შესული.

"თუმცა ძალიან სამწუხაროა, რომ ბოლო თვეებში იუსტიციის სამინისტრომ ათიათასობით საქართველოს მოქალაქეს მოქალაქეობა შეუწყვიტა. ვწუხვართ და ვფიქრობთ, რომ საქართველოს არ ჰყავს დასაკარგი მოქალაქეები", - განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.

კომენტარები