ოკუპირებული ტერიტორიები

ზალკალიანი: რუსეთის მთავრობის დოკუმენტი საერთაშორისო ნორმების დარღვევაა

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ზალკანიანმა რუსეთის მთავრობის მიერ მომზადებულ დოკუმენტთნ დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტმა პუტინმა ქვეყნის საგარეო უწყებას ე.წ. სამხრეთ ოსეთთან საზღვრის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება დაავალა, განცხადება გააკეთა.

მისი თქმით, საგარეო უწყებამ რუსეთსა და ცხინვალს შორის ე.წ. სახელმწიფო საზღვრის შესახებ დოკუმენტის გაფორმებაზე ინფორმაციის მიღების შემდეგ, შვეიცარიის საელჩოს მეშვეობით რუსეთს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა.

"ეს არის საერთაშორისო ნორმების დარღვევა. შესაბამისად, ამ დოკუმენტს არანაირი იურიდიული ძალა არ აქვს და საერთაშორისო ნორმების შესაბამისად, ბათილად იქნება ცნობილი", - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

კომენტარები