საზოგადოებრივი მაუწყებელი

ნოდია: ყოველდღე იდიოტიზმის რაღაც ახალ მიჯნებს ვლახავთ

საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელი ეთერში არ უშვებს პოლიტიკურ რეკლამას, - თუმცა კანონით ვალდებულია, რომ გაუშვას, - მხოლოდ იმიტომ, რომ პირადად მას არ მოსწონს. არის თუ არა ეს მედია-სივრცის პოლიტიკური კონტროლის ახალი სახე? ასეთი რამ ოდესმე გვქონია? მე არ მახსოვს. არა, ბევრი ცუდი რამე გვქონია, ვიცი, მაგრამ ეს, მგონი, არაა. თუ არ მახსოვს? მოკლედ, ყოველდღე იდიოტიზმის რაღაც ახალ მიჯნებს ვლახავთ და უკვე აღარ ვიცით, რომელს მივაქციოთ ყურადღება.

ასე გამოეხმაურა პოლიტოლოგი გია ნოდია facebook-ის პირად გვერდზე, GPB-ის ხელმძღვანელის კომენტარს ”ნეტგაზეთთან”, სადაც თამაზ ტყემალაძე განმარტავს, რატომ უთხრა ენმ-ს უარი პოლიტიკური რეკლამის ეთერში განთავსებაზე: ”ეს რეკლამა სხვისი ანტირეკლამა კი არ უნდა იყოს, თავის თავზე თქვან, რა ვაჟკაცები არიან, რა გააკეთეს და ოცნებამ რა არ გააკეთა, ამას ეთერში არ მივცემ”.

კომენტარები