რუსეთის სანიტარული სამსახური

მოლდოვა: რუსეთის მიერ ღვინოზე დაწესებული ემბარგო პოლიტიკური ზეწოლაა

news.hvino.com

რუსეთმა 10 სექტემბერს მოლდოვიდან ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების იმპორტი აკრძალა, იმ მოტივით, რომ სასმელები ჯანმრთელობისთვის მავნებელია. თუმცა, Euobserver-ის ინფორმაციით, კრიტიკოსები ამბობენ, რომ სინამდვილეში ეს ნაბიჯი პოსტსაბჭოთა ქვეყნების ევროკავშირისკენ მისწრაფებას უკავშირდება.

რუსეთის სანიტარული სამსახურის ხელმძღვანელის, გენადი ონიშჩენკოს თქმით, რუსეთმა მოლდოვა არაერთხელ გააფრთხილა სასმლის ხარისხის გაუმჯობესების თაობაზე, თუმცა ამას შედეგი არ მოჰყოლია.

მოლდოვის წარმომადგენელი, რომელმაც Euobserver-თან ინტერვიუში ვინაობის გამხელა არ ისურვა, ამბობს, რომ რუსეთს აკრძალვების ვრცელი ისტორია აქვს. ეს კი სინამდვილეში პოლიტიკური ზეწოლაა. რუსეთის მიერ შავ სიაში ჩაწერილი მოლდოვური ღვინოები კი, ევროკავშირის სტანდარტებს აკმაყოფილებს. "ჩვენ მხოლოდ რუსეთის ფედერაციაში არ ვახდენთ ექსპორტს, ჩვენ ევროპული ბაზრისთვისაც ვმუშაობთ", - აღნიშნავს მოლდოვის წარმომადგენელი. მისივე თქმით, აკრძალვა მოულოდნელი იყო.

"რუსეთის ეკლესიის პატრიარქი აქ იყო, რომელიც მოულოდნელად მეორე დღეს მიდის. შემდეგ ჩვენ ვიგებთ ემბარგოს შესახებ. ეს ხდება მას შემდეგ, რაც ჩვენი სოფლის მეურნეობის მინისტრი ჩადის მოსკოვში და ექსპორტის მდგომარეობას განიხილავს. როდესაც ის ბრუნდება, ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ემბარგო დაწესებული არ არის", - ამბობს მოლდოვის წარმომადგენელი. მისივე თქმით, მოლდოვა იმედოვნებს, რომ ევროკავშირი დაეხმარება რუსეთის ფედერაციის მიერ დაწესებული ემბარგოს გაუქმებაში.

 

კომენტარები