რუსეთის სანიტარული სამსახური

ონიშჩენკომ მოლდოვიდან რუსეთში ღვინის შეტანა აკრძალა

livejournal.ru

რუსეთმა მოლდოვიდან ქვეყნის ტერიტორიაზე ღვინის ექსპორტი მთლიანად აკრძალა. წინა კვირას, Роспотребнадзор-მა მოლდოვიდან ოთხი კომპანიის მიერ 80 ათასი ალკოჰოლური ბოთლის ექსპორტი შეაჩერა, დღეს კი ალკოჰოლური პროდუქციის რუსეთის ფედერაციაში შეტანა მთლიანად აკრძალა. რუსეთის მთავარი სანიტარი გენადი ონიშჩენკო აცხადებს, რომ მოლდოვურ ღვინოსა და კონიაკში დიბუტილფტალატი აღმოაჩინეს.

"ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას შევაჩეროთ მოლდოვიდან რუსეთის ფედერაციაში სამეღვინეო პროდუქციის შემოტანა", - განუცხადა Интерфакс-ს ონიშჩენკომ და დაამატა: "აღარ ვაპირებთ შევასრულოთ მოლდავის ეკონომიკისთვის ძიძის როლი". მისივე თქმით, აკრძალვა იქამდე იმოქმედებს, სანამ რუსეთის მხარე არ დარწმუნდება, რომ მოლდოვა სისტემური პრობლემების მოგვარებას იწყებს.

Komersant.ru-ს ცნობით, მოლდოვამ 2013 წლის პირველ კვარტალში ღვინის ექსპორტიდან 56,9$ მილიონი მიიღო, აქედან 17 მილიონი დოლარი - რუსეთიდან.

კომენტარები