საპრეზიდენტო არჩევნები 2013

ნორლანდი პარტიების აქტივისტებს თავისუფალი საარჩევნო ატმოსფეროს შექმნას ურჩევს

georgia.usembassy.gov

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, რიჩარდ ნორლანდი, ყველა პარტიის აქტივისტს მოუწოდებს, რომ მუქარისა და ძალადობისგან თავისუფალ საარჩევნო ატმოსფეროს შექმნას ხელი შეუწყონ. ნორლანდი ასევე მიმართავს ხელისუფლებას, რომ სიმშვიდის დასაცავად ყველა ზომა მიიღოს.

წინასაარჩევნო გარემოს გაცნობის მიზნით, რიჩარდ ნორლანდი 16 სექტემბერს ზუგდიდში გაემგზავრება.

"სიამოვნებით ვიხსენებ თბილ დახვედრას ზუგდიდში ერთი წლის წინ. მოუთმენლად ველოდები მშვიდ ზუგდიდში დაბრუნებას", - თქვა ნორლანდმა.

კომენტარები