ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილი ესტონეთს ეწვევა

ბიძინა ივანიშვილი
Reuters

ბიძინა ივანიშვილი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ესტონეთს ეწვევა. როგორც პრემიერის ფეისბუქის გვერდზეა აღნიშნული, ვიზიტის ფარგლებში გაიმართება შეხვედრა ესტონეთის პრეზიდენტთან ტომას ჰენრიკ ილვესთან და ესტონეთის პრემიერ-მინისტრ ანდრუს ანსიპთან. ასევე შეხვედრები გაიმართება ესტონეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან ენე ერგმასთან, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ურმას პაეტისთან და ესტონეთის ეკონომიკისა და კომუნიკაციების მინისტრ იუჰან პარტსისთან. 

 საუბრის მთავარი თემა ევროკავშირშა და ნატოში საქართველოს ინტეგრაციაა, ასევე ვილნიუსის სამიტი და სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები ესტონეთთან.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში იქნებიან: საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი და საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი გიორგი პერტაია.

კომენტარები