რიგის კონფერენცია

ივანიშვილი: ასოცირების ხელშეკრულების დაჩქარება ჩვენი გუნდის დამსახურებაა

ბიძინა ივანიშვილი
ტაბულა

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოვიდა ვილნიუსიდან, ესწრებოდა კომისიის სხდომას და მოიტანა ძალიან კარგი ამბავი - ამის შესახებ, ბიძინა ივანიშვილმა რიგაში ყოფნისას ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, შიკორსკის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ შესაძლოა ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის დაჩქარება, ახალი მთავრობის დამსახურებაა.

"როგორც იცით, ჩვენ ვემზადებით, რომ ნოემბერში პარაფირება მოხდეს ხელშეკრულების, არა ხელმოწერა, რაზეც ჩვენ ვოცნებობდით, შემონათვალია, რომ თუ ვიმუშავებთ მაგრად, სანამ ეს კომისისა დაიშლება, ჩვენ მოვასწრებთ ხელიც მოვაწეროთ ამ ხელშეკრულებას, ეს არის დიდი მიღწევა. ეს არის დასკვნა და საბუთი ჩვენი წარმატებების. ეს არ მომხდარა შემთხვევით, მათ დაინახეს ჩვენი გუნდის ხელწერა. ნახეს როგორი გუნდი მოვიდა, როგორ მოვიგეთ არჩევნები და იმის შემდგომ როგორ სუფთა, დემოკრატიული ხელწერით აგრძელებს ჩვენი ხელისუფლება, ქვეყნის დემოკრატიული აღმშენებლობის გზით სვლას. ეს იყო შედეგი, რაც დღეს მივიღეთ - ეს სასიამოვნო ინფორმაცია," - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები