რიგის კონფერენცია

სიკორსკი: ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების დაჩქარება შესაძლებელია

რადოსკავ სიკორსკი
www.eostroleka.pl

ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების (ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით) არა მხოლოდ პარაფირებაზე, არამედ ხელმოწერის დაჩქარებაზე გადაწყვეტილება უკვე არსებობს - ბიძინა ივანიშვილის პრესსამსახურის ცნობით, ამის შესახებ ლატვიაში პოლონეთის საგარეო მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"მოხარული ვარ, რომ საშუალება მომეცა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას კიდევ ერთხელ გამესვა ხაზი პოლონეთისა და საქართველოს შორის არსებული შესანიშნავი ურთიერთობებისთვის. პრემიერი ახლახანს იმყოფებოდა პოლონეთში და ჰქონდა კარგი საუბარი მის კოლეგასთან. ჩვენ ვასრულებთ იმ შეთანხმებას, რაზეც ორი პრეიმიერი შეთანხმდა. საქმე ეხება საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებზე დამკვირვებელთა გაგზავნას და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფების მხარდაჭერას. მოხარული ვარ მოგახსენოთ, რომ გუშინ ვილნიუსში შევთანხმდით, რომ თუ საქართველო შეასრულებს ყველა პირობას და მოახდენს ასოცირების შეთანხმების პარაფირებას, კომისია მომაზადებს დოკუმენტებს ხელმოსაწერად, კომისიის მანდატის ამოწურვამდე. იმედი მაქვს იქნება პრემიერისთვის კიდევ ერთი არგუმენტი, რომ დაარწმუნოს ქართველი ხალხი წავიდეს დათმობებზე. ეს აუცილებელი იქნება ქართული ეკონომიკის მოდერნიზებისთვის, რათა სრულიად შეთავსებადი იყოს მსოფლიოს ყველაზე დიდ - ევრო გაერთიანების თავისუფალ ბაზართან," - განაცხადა რადოსლავ სიკორსკიმ.

კომენტარები