ვანო მერაბიშვილი

სუბარი: მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

სოზარ სუბარი
Georgian Times

"ვანო მერაბიშვილი ჯანმრთელობას არ უჩივის. გამოკვლევები მანამდეც არაერთხელ ჩატარებულა, ჩატარდა გუშინაც, თუ მისი თანხმობა იქნება უფრო დაწვრილებითი გამოკვლევებისთვის მზად ვართ. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია," - ამის შესახებ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებთან, ვანო მერაბიშვილის ჟანმრთეოლობის მდგომარეობის კომენტირებისას განაცხადა.

სუბარის თქმით, ყოფილ პრემიერს არანაირი განსაკუთრებული დაავადება არ აღენიშნება.

"თუ რაიმე დაავადებაზეა საუბარი, არის ის, რაც ნებისმიერ ჩვენგანს შეიძლება ჰქონდეს ბავშვობიდან, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას აწუხებს ხერხემალი, სხვა განსაკუთრებული არ არის", - განაცხადა სოზარ სუბარმა. 

შეგახსენებთ, რომ ვანო მერაბიშვილთან საკანში გუშინ ექიმები იმყოფებოდნენ, რის შემდეგაც განაცხადეს, რომ ვანო მერაბიშვილმა დაკავების შემდეგ წონაში 17კგ დაიკლო. ექიმების თქმით, ყოფილ პრემიერ-მინისტრს სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში დამატებითი გამოკვლევები ესაჭიროვება. მათი თქმით, მერაბიშვილს ასევე ხერხემლისა და გულის პრობლემები აწუხებს.

სოზარ სუბარმა კი განაცხადა, რომ ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ყველა კითხვა აბსოლუტურად ხელოვნური და ადვოკატების მიერ შეგნებულად გამწვავებული იყო.

კომენტარები