დაკავებები

ქრთამის აღების ფაქტზე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი დააკავეს

RFE/RL

შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე სსიპ "ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი დააკავეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ 1955 წელს დაბადებულმა მალხაზ მიტიჩაშვილმა თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზარალებული მოქალაქის წარმომადგენელს, სამსახურებრივი მდგომარეობისა და მისი თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, დაზარალებულისთვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დამძიმებული სამედიცინო დასკვნის დაჩქარებულ ვადებში გაცემას დაპირდა. გამოძიების ვერსიით,  სასამართლო-სამედიცინო ექსპერტმა ქრთამის სახით მოითხოვა და აიღო 4000 აშშ დოლარი.

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით), რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9 წლამდე.

კომენტარები