დაკავებები

მარტვილის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დააკავეს

RFE/RL

შსს-ს თანამშრომლებმა მარტვილის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბორის მიქავა დააკავეს. ინფორმაცია ტაბულას შს პრესსამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა დაუდასტურა და აღნიშნა, რომ მიქავა ანტიკორუფციულმა დეპარტამენტმა დააკავა. ჯერჯერობით უცნობია, რას ედავება გამოძიება მარტილის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს. ნინო გიორგობიანის თქმით, დამატებით ინფორმაციას და ვიდეომასალას შს სამინისტრო ხვალ გაავრცელებს. 

ბორის მიქავა, რომელიც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრია, საკუთარი კაბინეტიდან ხელბორკილებით გაიყვანეს, ხოლო შსს-ს თანამშრომლებმა მისი სამუშაო ოთახი გაჩხრიკეს. 

რამდენიმე დღის წინ კი, ფინანსურმა პოლიციამ ასევე "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ადიგენის გამგებელი სიმონ პარუნაშვილი დააკავა. 

კომენტარები