ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა

ივანიშვილი: თუ მარგველაშვილი დამარცხდება, უფრო სწრაფად წავალ პოლიტიკიდან

facebook.com/OfficialBIDZINAIVANISHVILI

საქართველოს პრემიერის ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში უალტერნატივოა, თუმცა, თუ მარგველაშვილი ვერ გაიმარჯვებს, თავად უფრო სწრაფად გადადგება პრემიერის პოსტიდან. როგორც ივანიშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მარგველაშვილის დამარცხების შემთხვევაში ჩათვლის, რომ მისი ვალდებულებები შესრულებულია. 

"ასეთ შემთხვევაში ყველა გზა გახსნილი მექნება და უფრო სწრაფად გადავდგები პრემიერობიდან. ის, რაზეც მე მაქვს პრეტენზია, რომ კარგი ანალიზი ვიცი, სწორი ხედვები მაქვს, სწორ პროგნოზებს ვაკეთებ, აღმოჩნდება, რომ თურმე ეს დრო დასრულებულია. ისიც მეგონა,  რომ მე მაქვს ზედმეტი ნდობა საზოგადოებისგან და აღმოჩნდება, რომ თურმე ესეც არ არსებობს. ასეთ შემთხვევაში მე ჩავთვლი, რომ ჩემი ვალდებულებები შესრულებულია და ყველა გზა გახსნილი მექნება – სადაც მომინდება იქ ვიცხოვრებ და რასაც მენდომება იმას გავაკეთებ. აღარ მექნება ვალდებულებები. მე ვიქნები თავისუფალი", - განაცხადა ივანიშვილმა.


კომენტარები