საქართველოს პრემიერმინისტრი

პრემიერი მიდის, მაგრამ აუცილებლობის შემთხვევაში დაბრუნდება

https://www.facebook.com/OfficialBIDZINAIVANISHVILI?fref=ts

”მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული ვარ, ამის საჭიროება არ დადგება, თუ ამას აუცილებლობა მოითხოვს, მე დავუბრუნდები აქტიურ პოლიტიკას.” - წერს პრემიერი 15 გვერდიან წერილის ბოლოს, რომელსაც თან ახლავს სათაური ”ყველაზე დიდი სკეპტიკოსებისთვის”

პრემიერის თქმით, ამ წერილის შემდეგ აღარ უნდა დარჩეს კითხვები პოლიტიკიდან მისი წასვლის მიზეზებისა თუ მიზნების შესახებ. პრემიერის თქმით, წასვლის დროს,  საზოგადოებას წინასწარ აცნობებს, მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ წარმატებით ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები.

”მჯერა, რომ ამ არჩევნებში პირველივე ტურში გაიმარჯვებს კოალიციის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი. მე წავალ მაშინ, როდესაც დავრწმუნდები, რომ ჩვენ არჩეულ კურსს ვერავინ და ვერაფერი შეცვლის, როდესაც ყველა სახელმწიფო ორგანო და თანამდებობის პირი მწყობრად იმუშავებს და როდესაც დავრწმუნდები, რომ ქვეყანა სტაბილურად ვითარდება". - ასრულებს პრემიერი წერილს. 

კომენტარები