ივანიშვილის მთავარი დამსახურება რუსეთის წინაშე ის კი არ არის, რომ სახელმწიფო საჯიჯგნად უკიდურესად არაკომპეტენტურ ხელისუფლებას მიუგდო, არამედ ის, რომ დემოკრატიასა და სიტყვის თავისუფლებაზე აპელირებით პოლიტიკური და ზოგადად საჯარო სივრცე გაუთავისუფლა ღიად პრორუსულ და ექსტრემისტულად განწყობილ ჯგუფებს. მას ამ პროცესში ფასდაუდებელი დახმარება გაუწია სამოქალაქო საზოგადოების სახელით ცნობილმა 'სასარგებლო იდიოტთა' ჯგუფმა, რომელიც ახლა აღშფოთებას და გაკვირვებას ვერ მალავს 17 მაისზე, სამთაწყაროზე, ნიგვზიანზე, ჭელას მინარეთზე და სხვა. სამწუხაროდ, დემოკრატიისგან განსხვავებით, ეროვნული უსაფრთხოება ტრენინგებზე ხშირად არ ისწავლება.
ჯაფარიძე: ივანიშვილმა საჯარო სივრცე პრორუსულ და ექსტრემისტულ ჯგუფებს გაუხსნა
tbl.ge/ov9
დაკოპირდა

ნაციონალური მოძრაობის წევრი, ზურაბ ჯაფარიძე, საკუთარ ფეისბუქის გვერდზე ბიძინა ივანიშვილის რუსეთის წინაშე დამსახურებაზე საუბრობს.




