დაკავება

ადიგენის გამგებელი სიმონ პარუნაშვილი დააკავეს

ადიგენის გამგებელი სიმონ პარუნაშვილი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით დააკავეს. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე და 342-ე მუხლებით აღიძრა. 

ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატის ზურაბ ჩილინგარიშვილის თქმით, "ეს იყო ერთადერთი ნაციონალი გამგებელი და ამიტომ დააკავეს. ამით სცადეს ერთი საქმის მეორით გადაფარვა. შესაძლოა, ამ ინციდენტის გადაფარვა უნდოდათ", - ამბობს იგი.

შეგახსენებთ,რომ ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში ბოლო დღეების განმავლობაში ვითარება დაძაბულია. დაპირისპირება მინარეთის დემონტაჟმა გამოიწვია.

გუშინ ადგილობრივი მუსლიმები ახალციხის პოლიციის შენობასთან შეიკრიბნენ და მინარეთის დემონტაჟს აპროტესტებდნენ. სამართალდამცავებმა პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო 20-მდე მუსლიმი დააკავეს.დაახლოებით ღამის პირველ საათამდე რამდენიმე მათგანი გაათავისუფლეს. პოლიციის შენობაში ამ დროისთვის ექვსი ადამიანი რჩება.

 

 

კომენტარები