მკვლელობა ქუთაისში

ქუთაისში 22 წლის ბიჭი მოკლეს

ქუთაისის საქალაქო სასამართლო
courts.ge

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1993 წელს დაბადებული პაპუნა შ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

შს სამინისტროს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ 24 აგვისტოს, გვიან ღამით, ქუთაისში წმინდა სამების სახელობის სასაფლაოზე ურთიერთშელაპარაკებისას ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ორჯერადი გასროლით მუცლისა და ბარძაყის არეში სხეულის დაზიანებები მიაყენა 1991 წელს დაბადებულ ლუკა კუბლაშვილს. ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, დაჭრილი ახალგაზრდა კი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა მკვლელობაში ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს

კომენტარები