ფერწერა

ივანიშვილს, ზაკერბერგსა და ჰარლის მილიონდოლარიანი ტილოს შეძენა სურთ

galomagazine.com

ნიუ-იორკში მცხოვრები ფერმწერი რომან კრიხელი სულ მალე გასაყიდად გამოიტანს თავის ახალ ნამუშევარს  - მსოფლიოს ყველაზე მშვენიერი ქალი. New York Post-ი იუწყება, რომ კრიხელის ახალი ტილოს შეძენის მსურველთა შორის არიან - Facebook-ის დამფუძნებელი მარკ ზაკერბერგი, YouTube-ის თანადამაარსებელი ჩად ჰარლი და საქართველოს პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი, "რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული არტკოლექციის მფლობელია".

გამოცემის ინფორმაციით, რომან კრიხელი ამ დრომდე არ ამხელს ტილოზე გამოხატული ქალბატონის ვინაობას. ფერმწერის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ტილოს გამოსახულება ბუნდოვანია.

New York Post-თან საუბარში, ხელოვნებათმცოდნე მალკოლმ ჰარისი აცხადებს, რომ კრიხელის ნამუშევარი შესაძლოა მილიონ დოლარად გაიყიდოს. 

კომენტარები