სამხრეთ კორეა

რუსეთის საელჩო ივანიშვილის განცხადებას პოზიციების განსამტკიცებლად იყენებს

გორი რუსული ავიადაბომბვის შემდეგ. აგვისტო 2008
Reuters

სამხრეთ კორეაში რუსეთის საელჩომ 2008 წლის ომის შესახებ პრემიერ ივანიშვილის განცხადება საკუთარი პოზიციის განსამტკიცებლად გამოიყენა. ივანიშვილმა 2013 წლის აპრილში განაცხადა, რომ ომის დროს საქართველოს მთავრობა არაადეკვატურად მოიქცა და ქართულ ჯარს ცეცხლი მანამდე არ უნდა გაეხსნა, სანამ რუსული ჯარი საზღვარს არ გადმოკვეთდა. 

საელჩომ ადგილობრივ გაზეთ The Korea Times-ს ღია წერილით მიმართა და აგვისტოს ომის შესახებ გამოქვეყნებული სტატიისთვის მიკერძოებულობაში დაადანაშაულა. საელჩოს გაღიზიანება The Korea Times-ში აგვისტოს დასაწყისში გამოქვეყნებულმა სტატიამ გამოიწვია, სადაც რუსეთი საქართველოს ოკუპაციისთვის გააკრიტიკეს. წერილში საქართველოსთან დაკავშირებით რუსეთის სახელმწიფოს ხედვაა აღწერილი და აღნიშნულია, რომ ამ თემასთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიციები არსებობს. 

ივანიშვილის მიერ გაკეთებული ეს განცხადება მოიყვანეს რუსეთის საელჩოში ამ თემის შესახებ არაერთგვაროვანი მოსაზრებების არსებობის დამადასტურებლად. 

 

კომენტარები