ოკუპირებული ტერიტორიები

ოკუპირებული აფხაზეთისა და რუსეთის ე.წ. საზღვარზე ნაკრძალი შეიქმნება

რუსეთის მთავრობის პრესამსახურის ცნობით, რუსეთისა და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საზღვრის გარკვეული მონაკვეთი ნაკრძალად გამოცხადდა. რუსეთის ამჟამინდელი პრემიერისა და ყოფილი პრეზიდენტის, დმიტრი მედვედევის განკარგულებით, ტრანსსასაზღვრო ნაკრძალი შეიქმნება. ოკუპირებულ ტერიტორიასა და რუსეთს შორის საზღვარი რუსეთის მხრიდან კავკასიის სახელმწიფო ბიოსფერულ ნაკრძალსა და ოკუპირებული ტერიტორიის მხრიდან რიწის რელიქტურ ეროვნულ პარკზე გადის. 

"მითითებულ განსაკუთრებით დაცულ ბუნებრივ ტერიტორიებს არსებითი მნიშვნელობა გააჩნია დასავლეთ კავკასიის ბიოლოგიური და ლანდშაფტური მრავალფეროვნებისთვის. ამასთან, ტერიტორიის ტრანსსასაზღვრო განლაგება ქმნის დიდ ეკოლოგიურ დერეფანს, რომელიც ხელს უწყობს მნიშვნელოვან ფართობზე ცხოველთა და მცენარეთა ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნებას", - აღნიშნავს რუსეთის მთავრობის პრესსამსახური. 

 

კომენტარები