საპრეზიდენტო არჩევნები 2013

შალვა რამიშვილი მარგველაშვილის საარჩევნო შტაბის პიარს უხელმძღვანელებს

შალვა რამიშვილი
www.facebook.com/shalva.ramishvil

ნეტგაზეთის ცნობით, მმართველი პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის, გიორგი მარგველაშვილის, საარჩევნო შტაბში პიარის მიმართულებას შალვა რამიშვილი უხელმძღვანელებს. ცესკოში ქართული ოცნების კანდიდატის წარმომადგენლები კი დეპუტატი ირინა იმერლიშვილი და ლაშა აბაშიძე იქნებიან.

ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატი ცესკოში რეგისტრაციის თაობაზე ოფიციალური განაცხადით დღეს, 15:00 საათზე შევა.

მარგველაშვილმა საარჩევნო კამპანია გუშინ სენაკის რაიონიდან დაიწყო. როგორც ცნობილია, საარჩევნო შტაბს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, დავით საგანელიძე უხელმძღვანელებს.

კომენტარები