საქართველოს პრეზიდენტი

სააკაშვილი ანაკლიაში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობით დაინტერესდა

fb.com/SaakashviliMikheil

მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ლაშქრობიდან ცოტა ხნის წინ დაბრუნდა, დღეს ანაკლიაში იმყოფებოდა. პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, იგი ტურისტული სეზონისა და წინა მთავრობის დროს დაწყებული ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობით დაინტერესდა.

სააკაშვილის თქმით, მას ანაკლიაში სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული დამსვენებლები დახვდნენ, რაც პასუხია მათ ბრალდებაზე, ვინც ობიექტების მშენებლობას ხელისუფლების ზეწოლად აფასებდა.

„ერთადერთი უცხოელი, ვინც აქ იყო ხოლმე, იყო რუსი ეგრეთ წოდებული სამშვიდობო" - თქვა სააკაშვილმა.

პრეზიდენტმა ანაკლიაში მდებარე სასტუმროც მოინახულა და აღნიშნა, რომ გახარებულია ბევრი ტურისტის ჩასვლით.

„წელს, სამწუხაროდ, ცოტა ნაკლები ქართველი ჩამოვიდა, ეკონომიკური მდგომარეობის გამო, მაგრამ უცხოელების ჩამოსვლა იმის საწინდარია, რომ ეკონომიკურ მდგომარეობას ცოტა მაინც ეშველოს" - თქვა სააკაშვილმა.

დღესვე, პრეზიდენტი ბათუმში ამერიკული სამხედრო-საზღვაო ძალების კუთვნილი ხომალდზე გამართულ მიღებას, სავარაუდოდ, პრემიერმინისტრთან ერთად დაესწრება.

 

კომენტარები