ბაჩო ახალაია

ახალაია: მაყურებლები ციხეებში დღეს ნამდვილად არის სისტემური პრობლემა

ბაჩო ახალაია
wikipedia.org

ბაჩო ახალაია საკუთარ ფეისბუქის გვერდზე ლევან კორტავას საქმეს გამოეხმაურა. ყოფილი თავდაცვისა და შს მინისტრის განცხადებით, სასჯელაღსრულების სისტემის არცერთ დაწესებულებაში, ე.წ მაყურებლები ციხის დირექტორთა გარეშე არ არსებობენ. 

"სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ სასჯელაღსრულების სისტემის არცერთ დაწესებულებაში ციხის დირექტორის გარეშე არ არსებობენ მაყურებლები. მაშინ როდესაც, სასჯელაღსრულების მე-14 დაწესებულებაში მაყურებლებისა და ადმინისტრაციის დავალებით მოკლეს ლევან კორტავა, აღნიშნული ციხის დირექტორი იყო მალხაზ სინაურიძე. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც დღეს ეს ადამიანი არ არის პასუხისგებაში მიცემული, არის ის, რომ იგი არის ერთადერთი მოწმე ჩემს წინააღმდეგ ე.წ. ქურდების ანუ ბუნტის საქმეში. მნიშვნელოვანია, რომ სინაურიძემ ბუნტის საქმეში პროკურატურის კარნახით არაერთხელ შეცვალა ჩვენება და სწორედ ეს გახდა გარანტი იმისა, რომ მის მიმართ არ განხორციელდა სისხლისსამართლებრივი დევნა. 

სამწუხაროდ, მაყურებლები ციხეებში დღეს ნამდვილად არის სისტემური პრობლემა, რაც მომავალში კვლავ გამოიწვევს არაერთ მძიმე შედეგს", - ნათქვამია ბაჩო ახალაიას განცხადებაში.

კომენტარები