ქურდული სამყაროს წევრობა

წულუკიანი: კანონიერი ქურდობა სისხლის სამართლის დანაშაულად უნდა დარჩეს

იუსტიციის მინისტრს მიაჩნია, რომ კანონიერი ქურდობა და ქურდული სამყაროს წევრობა სისხლის სამართლის დანაშაულად უნდა დარჩეს, - ამის შესახებ თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"კანონიერი ქურდობა და კანონიერ ქურდთან, ისევე როგორც ქურდულ სამყაროსთან, კავშირი არის საქართველოში სისხლის სამართლის დანაშაული, და მიმაჩნია, რომ ის ასეთად უნდა დარჩეს. მე ძალიან ვწუხვარ, რომ ზოგიერთი პატიმარი, შეიძლება, იმედით იყო განწყობილი, რომ გამოვიდოდა, მაგრამ მათ, ვინც სასჯელს იხდიან ქურდულ სამყაროსთან კავშირისათვის ან კანონიერი ქურდობისათვის, უნდა მოიხადონ ის სასჯელი, რაც მიუსაჯა სასამართლომ", - ამბობს თეა წულუკიანი.

სისხლის სამართლის კოდექსიდან იმ მუხლის ამოღების მოთხოვნით, რომელიც ქურდული სამყაროს წევრობისა და კანონიერი ქურდობისთვის დასჯას ითვალისწინებს (223-ე პრიმა მუხლი), იუსტიციის მინისტრს 1300-მდე პატიმარმა მიმართა.

კომენტარები