მერაბიშვილის საქმე

ვანო მერაბიშვილს სამედიცინო დახმარება დასჭირდა

https://www.facebook.com/Merabishvili.vano?fref=ts

ყოფილ პრემიერმინისტრ ვანო მერაბიშვილს, რომელიც ე.წ. მატროსოვის ციხეში წინასწარ პატიმრობაში იმყოფება, გულზე ჩივილების გამო სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

სასჯელაღსრულების სამინისტროში ამბობენ, რომ ახლა მერაბიშვილის მდგომარეობა სტაბილურია, იგი ჯანმრთელია და ექიმების მეთვალყურეობას არ საჭიროებს. სამინისტრო ასევე ამბობს, რომ მერაბიშვილს შემოწმება მაღალი ტექნოლოგიების გამოყენებით ჩაუტარეს სამოქალაქო სექტორის ექიმებმა.

კომენტარები