27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები

უსუფაშვილი სალომე ზურაბიშვილზე: საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება ვერ მოხერხდება

იმ საკონსტიუტიო ცვლილების მიღება ვერ მოხერხდება, რომლითაც ზურაბიშვილი საპრეზიდენტო კანდიდატად რეგისტრაციას შეძლებს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მან ზურაბიშვილის წარმომადგენლებს შესთავაზა, თავად წარმოადგინონ ის სამართლებრივი გზები, რომლის მეშვეობითაც ამ მიმართულებით მუშაობა იქნება შესაძლებელი, ხოლო თუ ასეთი ვერ მოიძებნა, მაშინ კონსტიტუციის მიხედვით უნდა იმოქმედონ.

დავით უსუფაშილი სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენლებს ხვალ შეხვდება.

შეგახსენებთ, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტირებაზე უარი უთხრა. ცესკო-ს განმარტებით, კანონის მიხედვით, პირი, რომელსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვს, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

კომენტარები