27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები

ცესკო-მ სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირებაზე უარი უთხრა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტირებაზე უარი უთხრა. ცესკო-ს განმარტებით, კანონის მიხედვით, პირი, რომელსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვს, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

"პარლამენტის თავმჯდომარემ განცხადება გააკეთა, რომ მათ უკვე მომზადებული აქვთ ინიცირება, რომ კონსტიტუციიდან ამოღებულ იქნას პუნქტი, რომელიც ხელს უშლის ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირს, დაიკავოს პრეზიდენტის თანამდებობა. თუ ასეთი ცვლილება განხორციელდება კონსტიტუციაში, რა თქმა უნდა, მზად ვართ, რომ აღვასრულოთ და ვიმოქმედოთ ცვლილების შესაბამისად", - განაცხადა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა ეკა აზარაშვილმა.

 

კომენტარები