ნაცრის იმპორტი

პარლამენტმა აქროლადი და მძიმე ნაცრის კანონი მიიღო

thisoldhouse.com

დღეს, 30 ივლისს, საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატებმა მესამე, საბოლოო მოსმენით მიიღეს კანონპროექტი, რომელიც ქვეყანაში აქროლადი და მძიმე ნაცრის იმპორტის დაშვებას შეეხება.

საუბარია საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩენების ტრანზიტისა და იმპორტის შესახებ კანონში შესულ ცვლილებებზე, რომელიც ენერგეტიკის სამინისტროს მიერ იყო ინიცირებული. პარლამენტში ამ საკითხზე დისკუსიისას გაირკვა, რომ კალაძის უწყებას ნაცრის იმპორტი რთული ჰიდრო-საინჟინრო ნაგებობების მშენებლობისთვის სჭირდებოდა.

ნაცრის იმპორტის დაშვებას საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილი ეწინააღმდეგებოდა. მწვანეთა პარტიის ლიდერი გია გაჩეჩილაძე ეკოლოგიურ საშიშროებაზე მიუთითებდა, ხოლო დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე და სხვა დეპუტატები აცხადებდნენ, რომ აქროლადი და მძიმე ნაცრის გარკვეული მარაგი ქვეყანას ისედაც გააჩნდა და იმპორტის საჭიროება არ არსებობდა.  

 

კომენტარები