წყალდიდობა

ძლიერი წვიმის შედეგად სენაკის დიდი ნაწილი დაიტბორა

court.ge

ძლიერი წვიმის შედეგად ქალაქ სენაკის დიდი ნაწილი დაიტბორა. დატბორილია ქალაქის ცენტრი და რამდენიმე ათეული სახლი. საცხოვრებელი სახლების პირველი სართულებიდან წყლის ამოტუმბვას ადგილობრივი მოსახლეობა საკუთარი ძალებით ცდილობს.

 ადგილზე იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე  მობილიზებულია სახანძრო და სამაშველო სამსახური, თუმცა დატბორილი სახლები რაოდენობის გამო ჯერ-ჯერობით სრულყოფილი სამუშაოების განხორციელება ვერ ხერხდება.

კომენტარები