ბათუმის საქალაქო სასამართლო

თენგიზ ზოიძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

26 ივლისს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ დაკავებული თენგიზ ზოიძე დღეს, სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს. სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობს საფრთხე თენგიზ ზოიძე გამოძიებას დაემალოს. ქობულეთის კეთილმოწყობის სამსახურის სპეციალისტს ემზარ ჯინჭარაძეს 5000 ლარიანი გირაო შეეფარდა.

თენგიზ ზოიძე სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის ბრალდებით 26 ივლისს დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, 210-ე მუხლის მეორე ნაწილითა და 332-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 7-დან 11-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები