აშშ-ს საელჩო საქართველოში

აშშ-ს ელჩი: კამპანია ბოთლებისა და ქვების სროლის გარეშე უნდა წარიმართოს

georgia.usembassy.gov

ნაციონალური მოძრაობის პრაიმერის შემდეგ, აშშ-ს ელჩმა საქართველოში, რიჩარდ ნორლანდმა განაცხადა, რომ საერთაშორისო საზოგადოება წინასაარჩევნო კამპანიას ინტერესით დააკვირდება. მან ენმ-ს პრაიმერში გამარჯვებულ დავით ბაქრაძეს გამარჯვება მიულოცა.

"ჩვენ გვინდა მივულოცოთ დავით ბაქრაძეს, რომელიც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელდა. ვფიქრობ, რომ წინ გველოდება საინტერესო და კონკურენტუნარიანი საარჩევნო კამპანია. ორმა მთავარმა პოლიტიკურმა ძალამ წარმოადგინა საკუთარი კანდიდატები, ასევე დასახელდნენ სხვა პარტიებისა და დამოუკიდებელი კანდიდატები. ეს დიდი ნაბიჯია საქართელოში დემოკრატიის განვითარების კუთხით და ჩვენ ვულოცავთ ყველა კანდიდატს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაიმართოს დებატები და კამპანია წარიმართოს მშვიდობიანად. ყოველგვარი ბოთლებისა და ქვების სროლის გარეშე. შეერთებული შტატები და საერთაშორისო საზოგადოება დიდი ინტერესით დააკვირდება წინასაარჩევნო კამპანიას"– განაცხადა ნორლანდმა.

 

კომენტარები