აშშ-ს საელჩო საქართველოში

ნორლანდი: პრეზიდენტი ემოციურად არის განწყობილი

აშშ-ის საელჩო საქართველოში

აშშ-ის ელჩი საქართველოში, რიჩარდ ნორლანდი, ემოციურად აფასებს პრეზიდენტის გუშინდელ გამოსვლას ამერიკულ სამხედრო საზღვაო ძალების ხომალდზე. "პრეზიდენტი ემოციურად არის განწყობილი მიმდინარე მოვლენების მიმართ, პრემიერს კი, საკუთარი ხედვა აქვს", - განაცხადა ნორლანდმა ბათუმში, აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალების ხომალდზე პრეზიდენტისა და პრემიერის მონაწილეობით გამართული ღონისძიების შემდეგ.

გუშინ სააკაშვილმა ხომალდზე პრემიერ ივანიშვილს მიმართა: "მე კატეგორიულად უარვყოფ, რომ საქართველოს რაიმე პასუხისმგებლობა აქვს 2008 წლის ომზე და მე მინდა სრული კატეგორიულობით გითხრათ, ბატონო ბიძინა - იმედია, რომ თქვენ დაუფიქრდებით ამ საკითხს, იმიტომ რომ ვინც ამას ამბობს, მას ან არ უყვარს საქართველო, ან აქვს სხვა სახის პრობლემები, ან არის შეკრული საქართველოს მტერთან. მე იმედი მაქვს, რომ თქვენ არ ხართ შეკრული საქართველოს მტერთან. მე იმედი მაქვს, რომ თქვენ აცნობიერებთ თქვენს პასუხისმგებლობას საქართველოს მომავალზე და იმ დაღუპული მებრძოლების წინაშე, რომელთაც გადაარჩინეს ქართული სახელმწიფოებრიობა".

პრემიერსა და პრეზიდენტს შორის დიალოგიც შედგა. პრემიერი მიხიელ სააკაშვილის გულზე დამაგრებული წითელი ყაყაჩოს სიმბოლოთი დაინტერესდა და იკითხა: "რა გაქვს ეგ გულზე, სად იშოვე? რა არის ეს, რას ნიშნავს?", რაზეც პრეზიდენტმა სააკაშვილმა უპასუხა: "გაშოვნინებ. მოგიხერხებ... ეს არის მახსოვრობა ჩვენი დაღუპული ჯარისკაცების, სიმბოლო".

კომენტარები