საპრეზიდენტო არჩევნები 2013

ბოკერია: ძალიან დაძაბული და კონკურენტული არჩევნები გველის

Giga Bokeria
Tabula

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ, ექსპო-ჯორჯიაში გამართულ ენმ-ს შემაჯამებელ პრაიმერიში გამარჯვებული კანდიდატი, დავით ბაქრაძე, ძლიერ და ღირსეულ კანდიდატად შეაფასა.

"მინდა მივულოცო "ნაციონალურ მოძრაობას" ძლიერი და ღირსეული კანდიდატის შერჩევა, ასევე იმ დემოკრატიული ტრადიციის დანერგვა, როგორიცაა პრაიმერიზი. ვფიქრობ, რომ თუკი საარჩევნო პროცესი სამართლიანად წარიმართება, ძალიან დაძაბული და კონკურენტული არჩევნები გველის", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ნაციონალური მოძრაობის შემაჯამებელი პრაიმერი დღეს დასრულდა. პარტიის პრაიმერიში დავით ბაქრაძესთან ერთად, გია ბარამიძე, ზურაბ ჯაფარიძე და შოთა მალაშხიაც მონაწილეობდნენ. 

კომენტარები