განათლების და მეცნიერების სამინისტრო

დავით ზურაბიშვილი განათლების მინისტრის მოადგილე აღარ იქნება

დავით ზურაბიშვილი
commersant.ge

"დავით ზურაბიშვილს მოადგილის რანგში არ განვიხილავ, თუმცა ვფიქრობ, რომ მისი პოლიტიკური გამოცდილება გასაზიარებელია და მას ჩემი მრჩევლის პოზიციას შევთავაზებ", - განაცხადა განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ.

დღეს, 26 ივლისს გამართული მთავრობის სხდომის დროს, მინისტრმა მოადგილეების დანიშვნასთან დაკავშირებით სრული თავისუფლება ითხოვა, რათა "ჰყავდეს ისეთ მოადგილეები, რომლებიც შესაბამება სტრატეგიას".

სანიკიძის თქმით, მას ოთხი მოადგილე ეყოლება, რომელთა ვინაობა უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ დავით ზურაბიშვილი განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილედ 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩვენების შემდეგ დაინიშნა. პრემიერის ბრძანებით მას უფლებამოსილება 18 ივლისს შეუწყდა, მას შემდეგ რაც გიორგი მარგველაშვილმა განათლების მინისტრის პოსტი დატოვა. 

კომენტარები