საგარეო ურთიერთობები

Известия: კონდოლიზა რაისი ივანიშვილის კონსულტანტი გახდება

კონდოლიზა რაისი ქართულ დელეგაციასთან ერთად
http://izvestia.ru/

ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობის მეორე ვადის პერიოდში, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა ქართული ოცნების ხელისუფლებას დახმარება შესთავაზა, იმისთვის რომ "უკეთ გაერკვნენ ვაშინგტონის კონიუნქტურაში, - წერს რუსული გამოცემა Известия.

გამოცემის ცნობით, კონდოლიზა რაისსა და საქართველოს წარმომადგენლებს შორის შეხვედრა სტენფორდის უნივერსიტეტში გაიმართა, სადაც ის პოლიტოლოგიის პროფესორად მუშაობს.

როგორც გამოცემას პარლამენტის საგარეო ურთიერთობის კომიტეტის წარმომადგენელმა, თედო ჯაფარიძემ განუცხადა, ინიციატივა მისი გამოცდილების გამოყენების შესახებ, თავად რაისისგან მოდიოდა.

"რაისი დაგვპირდა მხარდაჭერას და უკვე გვირჩია რაღაც რეგიონული უსაფრთხოების მიმართულებით და რუსეთთან ურთიერთობების შესახებ", - განუცხადა საქართველოს კიდევ ერთმა წარმომადგენელმა, არჩილ გეგეშიძემ Известия-ს.

აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი პრემიერმინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა. მისი თქმით, ინფორმაცია, იმის შესახებ რომ კონდოლიზა რაისი მის მრჩევლად ინიშნება, ახლახან შეიტყო, თუმცა როგორც მისთვის ცნობილია, ინფორმაციასთან დაკავშირებით ცდომილებაა. 

"ჩემთვის სასიამოვნო იქნებოდა თუ, ასეთი პოლიტიკოსი, როგორიც კონდოლიზა რაისია მრჩევლობას იტვირთებდა. მე მივესალმებოდი და მადლობასაც გადავუხდიდი", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

კომენტარები