22 ივლისს ბათუმში მომხდარი, 16 წლის მარიამ კოჩილაძის მკვლელობის გამოძიების მსვლელობისას დადგენილია სავარაუდო მკვლელის ვინაობა - ამის შესახებ შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. შსს-ს ცნობით, მკვლელობაში ეჭვმიტანილმა საქართველოს საზღვრის დატოვება მოახერხა და ამჟამად თურქეთის ტერიტორიაზე იმყოფება.
"გამოძიებისთვის ცნობილია, რომ აღნიშნული პირი 1985 წელს დაბადებული ირანის მოქალაქე მოჰამადამინ რუინთანია, რომელიც საქართველოში სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან 23 ივნისს შემოვიდა და 22 ივლისი 19.22 საათზე საქართველოს ტერიოტირა ასევე სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით დატოვა.
აღნიშნული პირის დასაკავებლად შინაგან საქმეთა სამინისტრო მოლაპარაკებებს თურქ კოლეგებთან უკვე აწარმოებს",- აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.





