შსს

შსს: აჭარის რეგიონში დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი წელს 60%-ს შეადგენს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, აჭარის რეგიონში დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი წელს 60%-ს შეადგენს, "მაშინ, როცა გასულ წელს 16% იყო". შსს-ში აცხადებენ, რომ მკვლელობები აჭარის რეგიონში ზაფხულის სეზონში გასულ წლებშიც ხდებოდა.

"კერძოდ, 2007 წელს 11 მკვლელობა მოხდა, აქედან 2 გაუხსნელია, 2008 წელს 9 მკვლელობა დაფიქსირდა, საიდანაც 4-ის გახსნა ვერ მოხერხდა, 2009 წელს 7 მკვლელობა მოხდა და 6 გაიხსნა, 2010 წელს 11 მკვლელობა, საიდანაც სამი გაუხსნელია, 2011 წელს 8 მკვლელობა დაფიქსირდა და 7 გაიხსნა, 2012 წელს კი 2 მკვლელობა და 2-ვე გახსნილია", - აცხადებენ უწყებაში.

აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ გააკეთა. მისი თქმით, კრიმინოგენურ მდგომარეობასთან დაკავშირებით პანიკის "არანაირი საფუძველი არ არსებობს".

"ბათუმში 16 წლის გოგონას მკვლელობა სამწუხარო ფაქტია, თუმცა მსგავსი ფაქტები ადრეც ხდებოდა და პანიკის საფუძველი არ არსებობს. წელს აჭარის რეგიონში დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი შეადგენს 60%-ს, მაშინ როცა გასულ წელს მხოლოდ 16% იყო. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ 3300 ერთეულით არის შემცირებული დანაშაულის მაჩვენებელი მთელი ქვეყნის მასშტაბით, გახსნის მაჩვენებელი კი 52%-ია. ასევე წელს აჭარაში გაორმაგებულია ტურისტების რაოდენობა. ეს იმ ფონზე, როცა 14 ათასი პატიმარია გათავისუფლებული და შიშისა და ტერორის განცდა არ არის. კონკრეტულად მკვლელობები აჭარის რეგიონში ზაფხულის სეზონში გასულ წლებშიც ხდებოდა", - განაცხადა ეკა ბესელიამ.  

 

კომენტარები