პატრიარქის ვიზიტი მოსკოვში

ილია მეორემ პატრიარქი კირილი საქართველოში მოიწვია

ილია მეორე და კირილი
patriarchia.ru

რუსეთში მყოფმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ რუსეთის პატრიარქი კირილი საქართველოში მოიწვია. ეკლესიის წარმომადგენლების შეხვედრა რუსეთის საპატრიარქოში შედგა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს და რუსეთის ეკლესიების სამომავლო ურთიერთობის საკითხებზე იმსჯელეს.

პატრიარქმა კირილმა, ილია მეორე პატივისა და ღირსების ორდენით დააჯილდოვა. ორდენებით დაჯილდოვდნენ საქართველოს საპატრიარქოს დელეგაციის წევრებიც.

შეგახსენებთ, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე, რუსეთის პატრიარქ კირილის მიწვევით, მოსკოვში 22 ივლისს გაემგზავრა.

პატრიარქის ვიზიტი რუსეთის გაქრისტიანებიდან 1025 წლისთავის აღნიშვნას უკავშირდება. რუსეთის გაქრისტიანების 1025 წლისთავთან დაკავშირებით, ეკლესიების მეთაურები რუსეთის, უკრაინისა და ბელარუსის პრეზიდენტებსაც შეხვდებიან.

კომენტარები