პატრიარქის ვიზიტი მოსკოვში

საქართველოსა და რუსეთის პატრიარქები ერთმანეთს შეხვდნენ

მოსკოვში ვიზიტად მყოფი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე რუსეთის პატრიარქ კირილს შეხვდა. შეხვედრის დაწყებამდე რუსეთის პატრიარქმა განაცხადა, რომ ორივე იერარქის მიზანი ერთიანი მართლმადიდებელი ეკლესიის მსახურებაა. 

"ჩვენი საზღვრები ისტორიამ ჩამოაყალიბა და არა იდეოლოგიამ, ამიტომ ჩვენ ერთმანეთს ვხვდებით, როგორც ძმები, რომლებიც ვემსახურებით ერთიან მართლმადიდებელ ეკლესიას.ჩვენ დიდი შრომა გველის. როდესაც ვამბობ სიტყვას "ჩვენ", ვგულისხმობ ერთიან სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას, რომელიც განუყოფელია", - განაცხადა პატრიარქმა კირილმა. 

რუსეთის გაქრისტიანების 1025 წლისთავთან დაკავშირებით, ეკლესიების მეთაურები რუსეთის, უკრაინისა და ბელარუსის პრეზიდენტებს შეხვდებიან.

კომენტარები