სექსსკანდალი

ნიუ იორკის მერობის კანდიდატი ენტონი ვეინერი სექსუალურ სკანდალში გაეხვა

ენტონი ვეინერი
United States Congress / wikipedia

ნიუ იორკის მერობის კანდიდატი სექსუალურ სკანდალში მეორედ გაეხვა. ენტონი ვეინერი ადასტურებს, რომ ინტიმური ფოტოები, რომელიც ინტერნეტის საშუალებით გავრცელდა, მას ეკუთვნის. მიუხედავად ამისა, ვეინერი აგრძელებს ნიუ იორკის მერობისთვის საარჩევნო მარათონში მონაწილეობას.

განცხადება ამის შესახებ ვეინერმა თავის მეუღლესთან ერთად გუშინ გააკეთა. მან ცოლს ბოდიში მოუხადა და აღიარა, რომ შეცდომა დაუშვა.

მერობის კანდიდატმა კონგრესი 2011 წელს დატოვა, მას შემდეგ რაც საკუთარ ტვიტერზე დაპოსტილი უხამსი დიალოგი და ფოტოები, ჯერ ჰაკერებს დააბრალა, ხოლო მოგვიანებით დაადასტურა, რომ მიმოწერა ნამდვილად მას ეკუთვნოდა და ქალს უგზავნიდა, რომელიც სოციალური ქსელის საშუალებით გაიცნო.

დემოკრატმა კანდიდატმა ნიუ იორკის მოსახლეობას მეორე შანსის მიცემა სთხოვა.

ნიუ იორკის მერის პრაიმერიმდე 49 დღე დარჩა. 

კომენტარები