განათლება

თავისუფლების ბანაკი თავისუფლების კლუბისგან

clubofliberty.org

არასამთავრობო ორგანიზაცია თავისუფლების კლუბი 8-დან 13 აგვისტომდე საგანმანათლებლო ბანაკს აწყობს. 5 დღის მანძილზე 60 მონაწილეს საშუალება ექნება მოისმინოს ცნობილი ექსპერტების მოხსენებები, ითამაშოს სხვადასხვა ინტერაქტიული თამაშები და დაამყაროს ახალი საქმიანი თუ მეგობრული კონტაქტები.

თავისუფლების ბანაკის მიზანია მონაწილეებს გააცნოს თავისუფლების იდეები და თავისუფალი მოაზროვნეები. დისკუსია შეეხება ისეთ თემებს, როგორებიცაა ქვეყნის ეკონომიკური მოწყობა, კავშირი მთავრობასა და სიმდიდრის კლებას შორის, უმცირესობების მდგომარეობა და პრობლემის ანალიზი და სხვა. მომხსენებლები იქნებიან პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე, გიორგი კეკელიძე, თომა ჩაგელიშვილი, ვახტანგ ლეჟავა, დავით დარჩიაშვილი, ლევან რამიშვილი, ნოდარ ლადარია, ვახტანგ მეგრელიშვილი, ნათია სამუშია და სხვები. რეგისტრაციის ბოლო ვადა 3 აგვისტოა.

თავისუფლების კლუბი სპეციალურ შეღავათებს სთავაზობს მონაწილეებს კონფლიქტის ზონებიდან. მაგალითად, ბოლო ბანაკზე, რომელიც 2013 წლის მარტში გაიმართა, სოფელ დიციდან, რომელიც კონფლიქტის ზონაში მდებარეობს, 5 მოსწავლე სრულად დაფინანსდა.

არასამთავრობო ორგანიზაცია თავისუფლების კლუბი უკვე ერთი წელია რაც საგანმანათლებლო სფეროში მოღვაწეობს. კლუბის საქმიანობა მოიცავს საჯარო ლექციების გამართვას, დებატების ორგანიზებას, ლიტერატურის თარგმნას, ბანაკების მოწყობას და სხვადასხვა პროექტებზე მუშაობას. 2011 წლის შემდეგ კლუბმა წარმატებით უმასპინძლა 6 ბანაკს ბაზალეთის სასწავლო ცენტში.

 

კომენტარები