კორუფცია

დავით კირვალიძის რამდენიმესაათიანი დაკითხვა დასრულდა

www.facebook.com/AgricultureGeorgia

ე.წ. მოდულის შენობაში სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრის დავით კირვალიძის დაკითხვა დასრულდა. როგორც კირვალიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი გასცა, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა. "თუ გახდება საჭირო კიდევ ჩემი დაკითხვა, კვლავ გავცემ პასუხებს. ეს გამოძიებაზეა დამოკიდებული", - აღნიშნა დავით კირვალიძემ. მან ასევე კითხვებს უპასუხა და თქვა, რომ ტრაქტორების შესყიდვა "ყველაზე გამართული მეთოდით განხორციელდა".

ადვოკატის, სოსო ბარათაშვილის განცხადებით, დღევანდელ დაკითხვაზე მამუკა ივანიაძის საკითხზე საუბარი არ ყოფილა. კომპანია ზეტორის საქართველოს წარმომადგენლობის მენეჯერ გივი ქაიხოსროშვილისთვის ბრალის დამძიმებაზე კი ადვოკატი 24 ივლისს პრესკონფერენციაზე აპირებს საუბარს.

საქმე, რომელზეც კირვალიძე დაიკითხა, სახელმწიფოს კუთვნილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვას, სამსახურებრივ გულგრილობას და ექსპერტებზე ზეწოლას ეხება. ამის გამო მაისში სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შპს მექანიზატორის თანამდებობის პირები დააკავეს.

კომენტარები