ბრიტანეთის სამეფო ოჯახი

ახალშობილი პრინცი საზოგადოებას წარუდგინეს

Reuters

პრინცმა უილიამმა და მისმა მეუღლემ, კემბრიჯის ჰერცოგინია ქეით მიდლტონმა, საზოგადოებას ახალდაბადებული პრინცი წარუდგინეს. წმინდა მერის საავადმყოფოდან გამოსულ სამეფო ოჯახის წარმომადგენლებს შეკრებილები ხმაურითა და ოვაციებით შეხვდნენ.

თავდაპირველად ჩვილი დედას ეჭირა, მოგვიანებით კი პრინცი უილიამი შეენაცვლა. ჟურნალისტებთან საუბრისას, პრინცმა უილიამმა თქვა, რომ ახალშობილის სახელზე კვლავ ფიქრობენ. მშობლებმა ვაჟის დაბადება განსაკუთრებულ და ძალიან ემოციურ მომენტად აღწერეს.

პრინცის დაბადებას ბრიტანეთი ზეიმით შეხვდა. ჰუნგერფორდის ხიდი პრინცის დაბადებიდან რამდენიმე წუთში ლურჯად განათდა, ლონდონ "eye" - წითლად, თეთრად და ლურჯად. ლონდონის ყველაზე მაღალ შენობაზე კი წარწერა - It's a boy - ბიჭია, გამოჩნდა.

ახლადდაბადებული პრინცი სამეფო ტახტის რიგით მესამე მემკვიდრეა ბაბუის, პრინც ჩარლზისა და მამის, პრინც უილიამის შემდეგ. ბრიტანული მედიის გამოთვლებით, კიდევ 60 წლის განმავლობაში ის მეფე ვერ გახდება.

კომენტარები