დაკითხვა

დავით კირვალიძე მოწმის სტატუსით დაკითხეს

www.facebook.com/AgricultureGeorgia

სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი დავით კირვალიძე, მოწმის სტატუსით დაკითხეს. კირვალიძემ მოდულის შენობა გუშინ, დაახლოებით 23.00 საათზე დატოვა.

როგორც დავით კირვალიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ის სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შპს მექანიზატორის საქმესთან დაკავშირებით დაკითხეს. მისივე თქმით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დაკითხვის დეტალებზე ვერ ისაუბრებს. 

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის მაისში შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სახელმწიფო შპს მექანიზატორის მაღალი თანამდებობის პირები დააკავეს. საქმე სახელმწიფოს კუთვნილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის, სამსახურებრივი გულგრილობისა და ექსპერტებზე ზეწოლის საქმის გამოძიებას ეხება. 

კომენტარები