პრინც უილიამს და ქეით მიდლტონს ვაჟი შეეძინათ. ახალი ამბავი, რომელსაც მთელი ბრიტანეთი განსაკუთრებით მოუთმენლად ელოდა, სასახლის პრესსამსახურმა თითქმის 14 საათიანი ლოდინის შემდეგ გაახმოვანა. პარალელურად ლონდონის ყველაზე მაღალ შენობაზე გამოჩნდა წარწერა - It's a boy - ბიჭია. ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ბავშვი ჯანმრთელია და 3.8 კილოგრამს იწონის. ის წმინდა მერის სამშობიაროში დაიბადა - იქ, სადაც პრინცები - უილიამი და ჰარი დაიბადნენ. ბავშვის სახელი ჯერჯერობით უცნობია. სასახლის პრესსამსახურის განცხადებით, მსოფლიო ბავშვის სახელს უახლოეს მომავალში გაიგებს. ბრიტანული მედიის ცნობით, ამას შეიძლება ერთი კვირაც დასჭირდეს: პრინც უილიამის მშობლებმა - პრინცმა ჩარლზმა და პრინცესა დაიანამ - ზუსტად ერთ კვირაში გამოაცხადეს მისი სახელი. ახლადდაბადებული პრინცი სამეფო ტახტის რიგში მესამეა. ბრიტანული მედიის გამოთვლებით, კიდევ სულ მცირე 60 წლის განმავლობაში ის მეფე ვერ გახდება.

telegpraph.co.uk
tbl.ge/jei
დაკოპირდა
ამავე თემაზე
- პაპუაშვილი: UK აპირებდა ექსტრემისტული დღის წესრიგის მქონე ორგანიზაციების დაფინანსებას
- გაერთიანებულმა სამეფომ რუსეთის დიპლომატსა და მის ცოლს დიპლომატიური სტატუსი შეუჩერა
- სტარმერი: დიდ ბრიტანეთი აშშ-სგან განცალკევებით არასდროს მდგარა და ეს ახლაც შეცდომა იქნება
- სტარმერი ევროპასა და აშშ-ზე: უნდა უარვყოთ ცრუ არჩევანი ჩვენს მოკავშირეებს შორის
- ცივი ომიდან დღემდე თავდაცვის ხარჯების უდიდეს სტაბილურ ზრდას დავიწყებთ – სტარმერი




