არჩევნები

90 000-ზე მეტი დაურეგისტრირებელი ამომრჩეველი არჩევნებში მონაწილეობას შეძლებს

www.parliament.ge

ამომრჩევლებს, რომლებიც საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციიდან მოხსნილნი არიან, ან რომელთა რეგისტრაციაც ძალადაკარგულადაა გამოცხადებული, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცემათ. ეს ცვლილება  90 000 – ზე მეტ ამომრჩეველს შეეხება. 
 საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების პროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია. მის განხილვას დეპუტატები  დაჩქარებული წესით იწყებენ.

საარჩევნო კოდექსს ემატება სპეციალური მუხლი, რომლის თანახმადაც, ამომრჩეველი, რომელიც მოხსნილია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან, ან რომლის რეგისტრაციაც ძალადაკარგულად გამოცხადდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გადაწყვეტილებით, 27 ოქტომბრის არჩევნებისთვის ხმას აძლევს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციას 2013 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით გაივლის. 

 

კომენტარები