პროკურატურა

პროკურატურა: ივანიაძეზე გამომძიებლების მხრიდან ფსიქოლოგიური ზეწოლა არ ყოფილა

facebook.com/OfficialPOG

მთავარი პროკურატურის ცნობით, სოფლის მეურნეობის სამინტროს დაკავებულ მაღალჩინოსანთა საქმეში ბრალდებულ მამუკა ივანიაძეზე გამომძიებლების მხრიდან ფსიქოლოგიური ზეწოლა არ დასტურდება.

ამის შესახებ მთავარ პროკურატურაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე პროკურორმა შოთა ტყეშელაშვილმა განაცხადა,

"მამუკა ივანიაძემ განაცხადა, რომ სასურველი ინფორმაციის მიღების მიზნით პროკურატურის თანამშრომელთა მიერ მასზე სისტემატურად ხორციელდებოდა ფსიქოლოგიური ზეწოლა. აღნიშნულ ფაქტზე დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება და საქმის რეზონანსულობიდან გამომდინარე შეიქმნა სპეციალური ჯგუფი. დაისვა ორი ამოცანა – წარმოადგენდა თუ არა ივანიაძის მოწოდებული ინფორმაცია ცრუ ჩვენებას და მეორე – დარღვეულ იქნა თუ არა საპროცესო კოდექსის წესები მისი დაკითხვისას. ორივე კითხვას ამომწურავად გაეცა პასუხი. უდავოდ დადასტურებულია, რომ ტრაქტორების შესყიდვის საქმეზე ივანიაძის მიერ გამოძიებისთვის ჩვენება მიცემულია საკუთარი ნების თავისუფალი გამოვლენის პირობებში, დამოუკიდებლად, ყოველგავრი კანონსაწინააღმდეგო ზეგავლენის გარეშე და მასში ასახული ყველა ფაქტობრივი გარემოება შეესაბამება სიმართლეს. მათი ნამდვილობა და უტყუარობა კი ამ ჩვენების დამოუკიდებლად დადგენილია ათეულობით მოწმის ჩვენებით, ამოღებული დოკუმენტებით, ნივთიერი, მათ შორის ვიდეო და სხვა ერთმანეთთან შეთანხმებული აშკარა მტკიცებულების ერთობლიობით", - აღნიშნა შოთა ტყეშალაშვილმა. 

პროკურატურამ ვიდეომასალაც წარმოადგინა, რომლითაც, მათი განმარტებით, დასტურდება, რომ ადვოკატების აცილება მოხდა ”ივანიაძის დაჟინებული თხოვნით და არა ვინმეს მხრიდან იძულების შედეგად”.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაკავებული მაღალჩინოსნების საქმესთან დაკავშირებით ბრალდებულ მამუკა ივანიაძის განცხადებით, მას დავით კირვალიძის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას აიძულებდნენ. ივანიაძემ ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში გამართულ ბრიფინგზე, 11 ივლისს ისაუბრა. ივანიაძის თქმით, მისი დაკავების შემდეგ მის მიმართ ხორციელდებოდა სერიოზული ზეწოლა, საბოლოოდ კი ჩვენება პროკურორ გიორგი დავითაშვილის კარნახით დაწერა. 

კომენტარები