ალექსეი ნავალნის საქმე

ალექსეი ნავალნის 5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა

ალექსეი ნავალნი
thetimes.co.uk

ცნობილ ბლოგერსა და ოპოზიციის ლიდერს ალექსეი ნავალნის რუსეთის სასამართლომ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ოპოზიციის ლიდერი დამნაშავედ ცნეს კრიმინალური სქემის ორგანიზებაში, რომლის მეშვეობითაც დიდი ოდენობით სახელმწიფო ფული მიითვისა. ნავალნი სასამართლო დარბაზშივე დააპატიმრეს.

37 წლის აქტივისტი და ბლოგერი მიიჩნევს, რომ ბრალდება, თითქოს მან 2009 წელს, როცა ჯერ კიდევ კიროვის რეგიონის გუბერნატორი იყო, სახელმწიფოს კუთვნილი 16 მილიონი რუბლი ანუ თითქმის ნახევარი მილიონი დოლარი მიითვისა, პოლიტიკურად მოტივირებულია და ამის მიზეზი მისი პუტინის რეჟიმთან დაპირისპირებაა.

"ვიცოდი, რომ ასე მოხდებოდა. ზუსტად ვიცოდი, რომ ვუპირისპირდები ადამიანებს, რომლებიც წლების მანძილზე მილიარდებს იპარავდნენ და ქვეყანაში მთელი ძალაუფლების უზურპაცია მოახდინეს. იმაშიც დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს ადამიანები შეეცდებოდნენ ბოლომდე დაეცვათ თავიანთი უფლება, რაც შეიძლება დიდხანს მოეპარათ მილიონები. ვიცოდი, რომ ასე იოლად არ დანებდებოდნენ. არ მსიამოვნებს, როცა ვფიქრობ, რომ ამ ადამიანებმა მე ციხეში უნდა ჩამსვან. მაგრამ რას ვიზამ, ეს ჩემი საქმის ნაწილია. ეს არის რეალობის ნაწილი. თუ დამოუკიდებელ პოლიტიკურ აქტივობას ეწევი, შეიძლება ციხეშიც მოხვდე. თუ იძიებ იმ ხალხის კორუფციულ სქემებს, რომლებსაც შეუძლიათ შენ ციხეში ჩაგსვან, მაშინ ისიც უნდა გესმოდეს, რომ ისინი ამას გააკეთებენ", - თქვა ალექსეი ნავალნიმ დაპატიმრებამდე.

კომენტარები