მერაბიშვილის საქმე

ნანუაშვილი: ვანო მერაბიშვილს დარღვევებთან დაკავშირებით არ მოუმართავს

facebook.com/UchaNanuashvili

სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის განცხადებით, ვანო მერაბიშვილს დარღვევებთან დაკავშირებით მისთვის არ მიუმართავს.

როგორც ომბუდსმენმა ჟურნალისტებს განუცხადა, მერაბიშვილისთვის აღმკვეთი ღონისიძიების სახით პატიმრობის შეფარდების საჭიროების საკითხი გამოძიებამ უნდა დაადგინოს.

"გამოძიებამ უნდა დაადასტუროს, რამდენად მტკიცეა მიღებული გადაწყვეტილება აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობასთან დაკაშირებით, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ვანო მერაბიშვილს თავიდან ერთი ბრალდება ჰქონდა, შემდეგ სხვა მუხლებით მოხდა მისთვის ბრალის წაყენება. ჩემთვის მთავარი ის არის, რომ პროცესი იყოს ღია და გამჭვირვალე. რაც შეეხება დარღვევის ფაქტებს, ოჯახის წევრებს არსებული კანონმდებლობით უფლება არ აქვთ განახორციელონ ვიზიტი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. ვანო მერაბიშვილს დარღვევის ფაქტებზე ჩვენთვის არ მოუმართავს. ჩვენი წარმომადგენლები მასთან იმყოფებოდნენ და, ზოგადად, ყველა ყოფილი მაღალჩინოსნის საქმე სახალხო დამცველის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშაა ბოლო თვეების განმავლობაში", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

 

კომენტარები