ოკუპირებული ტერიტორიები

სესიაშვილი: რუსებს რაც აქამდე ჰქონდათ აგებული, ის ღობეებიც უნდა დაენგრიათ

ირაკლი სესიაშვილი
primetimenews.ge

თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელმა ირაკლი სესიაშვილმა, შიდა ქართლში, საოკუპაციო ზოლის გარშემო განვითარებული მოვლენების შესახებ კომენტარი გააკეთა.

როგორც სესიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, "ადეკვატური იქნებოდა, რომ რუსებს არათუ გაევლოთ მავთულხლართები, არამედ ღობეები, რაც აქამდე ააგო, ისიც დაენგრიათ".

"ის რაც ხდება, ყველა ცივილიზებულ ნორმას და ქცევას სცდება. ახალი ხელისუფლების მხრიდან გადაიდგა მთელი რიგი კონსტრუქციული ნაბიჯები იმისთვის, რომ ურთიერთდათმობის გზები მოგვენახა. აქ საუბარი არ არის იმაზე, რომ ჩვენ ერთმანეთისთვის საუკეთესო მეზობლები გავხდებით ხვალვე, მაგრამ ვცდილობთ, რომ ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის ინტერსებიდან გამომდინარე, საერთო ენა გამოვნახოთ. იმ ფონზე, როცა პოზიტიურ ნაბიჯებს ჰქონდა ადგილი, ეკონომიკური თუ კულტურული ურთიერთობების თვალსაზრისით, ეს დესტრუქციული ქმედებები ამ პროცესს ხელს უშლის, ასევე აზიანებს რუსეთის იმიჯს, რადგან მთელი მსოფლიო ხედავს, რომ ჩვენი მხრიდან მხოლოდ პოზიტიურ სიგნალებს აქვთ ადგილი", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა. 

მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ საერთაშორისო საზოგადოება ქართულ მხარეს მაქსიმალურად დაუჭერს მხარს.

კომენტარები